"თქვენ ცდილობთ დაიჭიროთ კატა ბნელ ოთახში, როდესაც ის იქ არ არის" | ფურცხვანიძე პროკურორს

გამოქვეყნდა:

"თქვენ ცდილობთ დაიჭიროთ კატა ბნელ ოთახში, როდესაც ის იქ არ არის" - ასე მიმართავს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე პროკურორს სასამართლო პროცესზე:

"დაკითხვაზე გამოვცხადდი, რომ ჩემი დაკავება არა იმიტომ, რომ მე რამე ბრალი მიმიძღვოდა კანონის წინაშე, არამედ იმიტომ, რომ სამწუხარო რელობა ასე მოითხოვდა. ცდილობთ, დაიჭიროთ კატა ბნელ ოთახში, როდესაც ის იქ არ არის. ამის მცდელობა თქვენთან გამოიხატება იმაში, რომ ამ ცხრა ბრალდებულიდან, რომელიმე მაინც გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ. ვერ ათქმევინებთ ბატონო პროკურორო იმიტომ რომ ესეთი რამ არარსებობს" - ამბობს ფურცხვანიძე. 

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი