დაგვიანებულმა ექსპერტიზამ არასრულწლოვნის სხეულზე დაზიანებები ვერ აღმოაჩინა - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - ექსპერტიზამ, რომელიც საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ არასრულწლოვანს ერთთვიანი დაგვიანებით ჩაუტარდა, არასრულწოვანის სხეულზე დაზინებები ვერ აღმოაჩინა.

არასრულწლოვანი ამ დროისთვის გლდანის საპყრობილეში იმყოფება, სადაც ექსპერტიზა გამომძიებელთან ერთად ჩაუტარდა. 

თვითონ ზ.მ უპასუხა, რომ არანაირი დაზიანება არ აქვს, ასევე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას არანაირი დაზიანების კვალი არ აქვს სხეულზე, ეს ეხება იმ გარემოებას, სადაც მოხდა აგარაკზე კონფლიქტი, სადაც მოხდა იქ ხიდთან კონფლიქტი და იქიდან ხომ არ ჰქონდა რაიმე სახის დაზიანება სხეულზე. მთავარმა ექსპერტმა ასე ჩათვალა, რომ ალბათ გვიან უნდა დაეთვალიერებინა, ასე ჩათვალა გამოძიებამ, ეს უფრო ძირითადად, მათი კითხვებია. თუმცა ის, რომ შესაძლოა, მას რაიმე სახის დაზიანების კვალი მაინც დატყობოდა, ალბათობა ამის დაუშვა ექსპერტიზამ და ამიტომ დაათვალიერეს დღეს მისი სხეული, - ამბობს გიორგი გელხაური. 

პარალელურად, შსს-ში დაკითხვების სერია გრძელდება, თუმცა უმძიმეს ტრაგედიას განზარხ მკვლელობის მუხლით, კონკრეტული ბრალდებული ჯერ ისევ არ ჰყავს. საგამოძიებო უწყებაში, დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ ახალგაზრდებს, რომელებიც 19 ივნისის ღამეს, საბედისწერო წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ცნობილია, რომ ხელახლა გამოიკითხებიან იუბილარის, ანი გაბეჩავას მეგობრები, მათ შორის ლიზი ნადირაძე და მარიამ ხატისკაცი. 

საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი დეტალი, რომელიც დღეს, გამოკითხვების შემდეგ გახდა ცნობილი - გიორი შაქარაშვილის მეგობარი და ერთ-ერთი მოწმე დაკითხვაში ახსენებს მარიამ ხატისკაცსა და გიორგი შაქარაშვილს შორის არსებულ გარკვეულ პირადი სახის ურთიერთობას. მოწმე იხსენებს იმასაც, რომ გურამ ამირხანაშვილმა მას უთხრა, რომ ის მანქანაში იძულებით ჩასვეს და თბილისში მისი ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს. 

რაც შეეხება განზრახ მკვლელობით კვალიფიკაციის შეცვლას და გამოძიების წარმართვას, ბრალდებულების ადვოკატები ვარაუდობენ, რომ გამოძიებას ამ საქმის ცალკე გამოყოფა მოუწევს, ვინაიდან 31 ივლისს საპროცესო ვადები იწურება.

გიორგი შაქარაშვილის საქმის პირველი სასამართლო სხდომა სწორედ 31 ივნისსაა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი