პროკურორის წარმოდგენილ მტკიცებულებებში გარკვეული შეუსაბამობებია - საძაგლიშვილი რურუას პროცესზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რა დროსაც მოსამართლეს პროკურორმა კიდევ ერთი დოკუმენტი წარუდგინა, ეს არის სატელეფონო ანძის ამონაწერი. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, დღეს მოსამართლეს გიორგი რურუას ბრალეულობის დამამტკიცებელი ყველა მტკიცებულება წარუდგინეს.

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ გიორგი რურუას საქმეში ამ ამონაწერს მტკიცებულების ძალა არ აქვს. დიმიტრი საძაგლიშვილი ამტკიცებს, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში გარკვეული შეუსაბამობებია, რაც სამართალდამცველების ბრალეულობას ადასტურებს და არა გიორგი რურუასი. როგორც ადვოკატი განმარტავს, პროკურორი საკუთარ დასკვნით სიტყვაში შაბლონური ფრაზებით შეეცადა ეთქვა, რომ რურუამ დანაშაული ჩაიდინა.

თუკი აქამდე პოლიციელები იტყუებოდნენ დაკითხვებზე, დღეს უკვე პროკურორის ჯერი დადგა, მას უნდა ეთქვა ტყუილები. პროკურორი ამტკიცებს, რომ იარაღს მჭიდრო შეხება არ ჰქონდა, მაშინ როცა, მათი ვერსიით, რურუას იარაღი შარვალში ედო, ზემოდან მაისური ეცვა, მაისური ეხება ცეცხლსასროლ იარაღს. ჩვენ მოვითხოვეთ თავის დროზე გამომძიებელ გიგა დარსაველიძის ანძების ამოღება, პროკურატურა არ დაეთანხმა ჩვენს შუამდგომლობას. მაშინ როდესაც თუკი გიგა დარსაველიძე ნამდვილად იმყოფებოდა ვაკეში, ძალიან მარტივია, რომ ისინი მაშინვე დაეთანხმებოდნენ ჩვენს შუამდგომლობას. ეს მტკიცებულება, ბუნებრივია, არ იქნება და ვერ იქნება, იმიტომ რომ არც ხელმოწერილი არ არის, არც მიმართვა არ არის და დღევანდელი თარიღით შედგენილი ექსელის ცხრილია ამობეჭდილი. რომელიც ნებისმიერ კომპიუტერზე შეიძლება, გააკეთო, - ამბობს საძაგლიშვილი. 

გიორგი რურუას საქმეზე შეგმდეგი სასამართლო სხდომა 29 ივლისს გაიმართება, რა დროსაც საკუთარ სიტყვას უკვე დაცვის მხარე იტყვის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამვლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, რვა მარტის შეთანხმება გულისხმობდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი