მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მომდევნო კვირას გაიმართება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო კვირას გაიმართება - ამის შესახებ "მთავარ არხს" უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. 

 მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა გადაწყვიტოს გაათავისუფლებს თუ არა სასჯელისგან უკანონო პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს და გაუშვებს თუ არა სამკურნალოდ.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, რაც დადასტურებულია სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. გვქონდა კომუნიკაცია სასამართლოსთან. გამოთხოვილი აქვთ მათ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტიდან სააკაშვილის პირადი საქმე და ავადმყოფობის ისტორიები და შესაბამისად, ამ კვირაში უკვე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი",- ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 

ცნობისთვის, დღეს უფლებადამცველმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასწორი ნიმუშები აიღო, სისხლის ანალიზით მძიმე მეტალების აღმოჩენა ვერ ხდება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი