"ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს" | მკვლელობა ამბროლაურში - დააკავეს ერთი პირი

გამოქვეყნდა:

ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებული სოფელ ჭრებალოში დააკავა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი