
აღმაშენებელის გამზირზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
74 წლის მამაკაცი მეზობლებმა სარდაფში გუშინ იპოვეს, მანამდე კი გასროლის ხმა გაიგეს. მომხდარზე შსს- მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილი ავტოავარიაში მოყვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.