"ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულას'' დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე დღეს დანიშნული სხდომა სააპელაციო სასამართლომ 24 იანვრისთვის გადადო.

მიზეზად სამკაციანი კოლეგიიდან ერთ-ერთი მოსამართლის ქალაქში არყოფნა დასახელდა.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავება, რაზეც საქალაქო სასამართლომ მათ თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე სწორედ კრიტიკული მედიაა. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რასაც შესაძლოა ტელეკომპანია "ფორმულას'' დაყადაღება მოჰყვეს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი