ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე პოლიციის მე- 5 განყოფილების გვერდით, ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს. ობიექტზე დილით მისულ მეპატრონეს, კარი გაღებული, ტანსაცმელი დაყრილი და მაგიდის უჯრაში არსებული პირადი ნივთები წაღებული დახვდათ. დაზარალებულის თქმით, მან სამართალდამცველებს თავად მიმართა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში არასრულწლოვნები შევიდნენ. ფაქტი მაღაზიის შიდა კამერამ დააფიქსირა.