ოთარ სირაძე დაკავებას არ გამორიცხავს - ინციდენტი ონში

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ოთარ სირაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. დღეს ის ამბროლაურის პოლიციაში, ბრალის წარსადგენადაა დაბარებული.

"ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ იქიდან გამომდინარე, რა რეჟიმთან და კრიმინალურ ხელისუფლებასთანაც გვიწევს ჩვენ ოპონირება, ბრძოლა, მათი მხრიდან ყველა დასაშვები თუ არდასაშვები მეთოდის გამოყენება მათთვის მისაღებია" - ამბობს სირაძე.

ოთარ სირაძესა და მის ძმას  გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლს ედავება. საქმე ეხება 4 ივლისს, ონში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე ბრალდებულებსა და ახალგაზრდა მწვანეების წევრს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი