წულუკიანის მიერ, პატიმრებთან შეხვედრის კადრების გასაჯაროება - სასამართლომ დარღვევა დაადასტურა

გამოქვეყნდა:

იურის ლევან ალაფიშვილის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში პენიტენციურს დავა მოუგო.

საუბარია წულუკიანის მინისტრობისას, ციხეში, პატიმრებთან სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებაზე: 

"პენიტენციურ სამსახურს სააპელაციო სასამართლოშიც მოვუგე დავა ციხის საკანში შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ, თანხმობის გარეშე გასაჯაროების საქმეზე. 
ეს პირველი პრეცედენტია‼️
2 ინსტანციის სასამართლომ დარღვევაც დაადასტურა და მორალური ზიანიც დააკისრა სამსახურს.
მანამდე, იმავე ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვიგეთ საქმე. ინსპექტორის 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილებით პენიტენციური სამსახური კანონამრღვევად იქნა ცნობილი და ჯარიმაც დაეკისრა.
თეა წულუკიანმა პარლამენტში ნინო ლომჯარიასთან კამათისას რომ გამოაქვეყნა საკანში პატიმართან სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, ის საქმეა. მინისტრის უკანონო დავალება შეასრულა და ვიდეოჩანაწერი პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროა ვებგვერდზე, ფეისბუქგვერდზე და მედიასაც გადასცა.
ჰოდა, დაისაჯა. ესეც 3:0‼️" წერს ალაფიშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი