გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში გამოკითხვები განახლდა

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვა განახლდა. დღეს, 17 ივლისს უწყებაში პირველი ლუკა ბეჟანიშვილი მივიდა. გამოკითხვის დაწყებამდე მან თქვა, რომ ის გამოძიებას გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის და მისი სოციალური ქსელის გაშიფვრა მოხდება. ლუკა ბეჟნიშვილი ის პირია, ვინც ვახო ახვლედიანთან პირველმა დარეკა მცხეთაში მანქანების გასაგზავნად.

"ძალიან ბევრთან მქონდა იმ საღამოს კონტაქტი, მაგ თემაზე ფეისბუქზე არ მილაპარაკია. ვიცოდით, რომ 6 კაცი იყო და ამიტომ წავიდა [წამოსაყვანად] 3 ავტომობილი", — თქვა ლუკა ბეჟანიშვილმა.

ბეჟანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალის წარდგენას არ ელოდებიან, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაშველებაში მონაწილეობდა და პირველი ეპიზოდის შემდეგ ტერიტორია დატოვა. 

არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატები ხელახლა 5 ადამიანის გამოკითხვას ითხოვენ, მათ შორის არის ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და ვახო ახვლედიანი. ადვოკატების თქმით, გარკევულ შეკითხვებს პასუხი ამ დრომდე არ აქვს გაცემული და ჩვენებებში უზუსტობებია. მათი თქმით, თუკი ეს პირები გამოკითხვაზე უარს იტყვიან ისინი სასამართლოსთან იშუამდგომლებენ, რომ მაგისტრი მოსმართლის წინაშე დაიკითხონ.

"მათ მიერ მიწეოდებული ინფორმაცია გამოკითხვისას არ არის ამომწურავი და უფრო მეტ შეკითხვას აჩენს ვიდრე პასუხებს ამ შეკითხვებზე... მათ გამოკითხვებში არის ძალიან ბევრი ბუნდოვანება და ძალიან ბევრი კითხვა არაა დასმული, მათ შორის შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რატომ არავინ მოძებნა, კიდევ ბევრი სხვა წინააღმდეგობაა მათ ჩვენებებში რაზეც ჩვენ გვინდა მივიღოთ დაზუსტებული ინფორმაცია " - თქვა ბექნა ნემსიწვერიძემ.

ადვოკატები მოწმის სახით გამოსაკითხ პირებს უწყებას დღეს გაუგზავნიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი