
24 საათზე ნაკლები გადამწყვეტ სასამართლო პროცესამდე. ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის დასკვნით და ისტორიულ პროცესზე იმსჯელებს. სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან სრული გათავისუფლება - ეს უფლებადამცველების მთავარი შუამდგომლობაა სასამართლოს წინაშე.
საქმის მასალების 16 ტომი, უმძიმესი დიაგნოზები და გამოსაკითხი 30-ზე მეტი მოწმე - ახლა მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა გადაწყვიტოს, იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონით და მისცემს დაპატიმრებულ პრეზიდენტს მკურნალობის უფლებას, თუ მორიგ პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს.
დირექტივა მოსამართლეს ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გაუგზავნა - სააკაშვილმა ციხე ვერ უნდა დატოვოს.
თავად პატიმარი პრეზიდენტი კი ბოლო სასამართლო განხილვმას მოკლე წერილით გამოეხმაურა - " მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს გადაწყვეტს".
ავტორი: ზურა პეტროსიანი