"თქვენ რო ნახოთ მას რა სიტყვებით რა მესიჯებს წერენ..." - იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ბულინგზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ერთმა მოწმემ იაკობ ბრეგვაძემ შსს დატოვა. მისი გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა ბრეგვაძეს ჟურნალისტებთან არც ამჯერად გაუკეთებია კომენტარი. 

როგორც მისმა უფლებადამცველმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, სამართალდამცველებმა ბრეგვაძის სოციალური ქსელი დაათავლიერეს და სხვა კითხვები არ ჰქონიათ. მისივე თქმით, დაცვის მხარე112-ის დეტალურ ამონაწერს თავად გაასაჯაროებს და ყველა კითხვას უპასუხებს, თუმცა როდის, ამაზე ჭკადუარს არაფერი უთქვამს:

"ის რაც ხდება იაკობის ირგვლივ, მისი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება, მისი სუსი-ის აგენტად მოხსენიება, მისი ბულინგი, თქვენ რო ნახოთ მას რა სიტყვებით რა მესიჯებს წერენ. არ შეიძლება ხელაღებით ადამიანებს დავაბრალოთ აგენტობა, მკვლელობა. ეს ბავშვები არიან 19 წლის და არავინ არ ფიქრობს მათ უფლებებზე" ამბობს ჭკადუა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ფოტოგრაფის დაცვის მხარე სახალხო დამცველს მიმართავს და იაკობ ბრეგვაძის საქმეში ჩართვას სთხოვს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი