
ქურდობა ოზურგეთში, - სოფელ ძიმითში, ერთ-ერთ ოჯახს დაკლული ღორი მოპარეს.
სოფლის გამგებელი "გურია ნიუსთან" ქურდობის ფაქტს ადასტურებს - "კი, მოხდა ნამდვილად ასეთი ცუდი ფაქტი. მოპარეს ერთ-ერთ ოჯახს დაკლული ღორი. ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი, ვინ გააკეთა ეს" - თქვა ზურაბ მორჩილაძემ.