"დაბალი სიცხით იწყება დილა" | 3 დღე გადამწყვეტ სასამართლო პროცესამდე, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა 

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს  უჭირს გადაადგილება, კვლავ მწოლიარე მდგომარეობაშია და წონის კლება გრძელდება.  დღეს "ვივა ემდში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიული ალასანია იმყოფებოდა. 

"ისევ იგივე მდგომარეობაა. დაბალი სიცხით იწყება ხოლმე დილა, როგორც წესი და დაბალი წნევა. სისუსტე ჩვეულებრივ, სრული უმადობა, სრული მიუღებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ტემპი, სისწრაფე, იმიტომ, რომ ტოქსიკოლოგის დასკვნაში წერია, რომ თუკიდე რამე ეშველება, სრულად მისი განკურნება მაინც ვერ წარმომიდგენიაო ადამიანი ამბობს, მაგრამ თუ დარჩა კიდე რაღაც რესურსი, რაღაც დონემდე მაინც აღადგინონ, ამაზეა ლაპარაკი. ისევ სიურპრიზებს თუ უნდა ველოდოთ, არ ვიცი, ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ პროცესი გაიმართება",- თქვა გიული ალასანიამ. 

არსებული ცნობებით, ხვალ დილას მიხეილ სააკაშვილის მონახილებას მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც აშშ-დან საქართველოში ჩამოვიდა. მან უნდა მიიღოს შესაბამისი ნებართვა, რათა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

შეგახსენებთ, რომ 3 დღე რჩება გადამწყვეტ სასამართლო  პროცესამდე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ოთხშაბათს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დისტანციურად მაინც ჩართავენ თუ არა პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი