პოლიციამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 46 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

მომხდარზე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1955 წელს დაბადებული, მ.წ. დააკავეს.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი