
აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა. შემთხვევა დღეს, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. თავდაპირველად ინფორმაცია ადგილობრივმა TV25-მა გაავრცელა.
შსს-ში გვითხრეს, რომ მომხდარზე 1 პირი უკვე დააკავეს. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.