თელავის სოფელ წინანდალში, მეზობელმა მეზობელი დაჭრა - კაცი მას ძროხის მოპარვას აბრალებდა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. 50 წლამდე კაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ადგილობრივების თქმით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. კონკრეტულად,  სავარაუდო დამნაშავე, დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.

მომხდარზე გამოძიბა 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი