სისხლიანი ანგარიშსწორება გორში. ამ წუთებში, ვერხვის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ექსპერტ-კრიმინალისტები კრიმინალური გარჩევის ადგილზე მტკიცებულებებს ეძებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირიპირების დროს დაიჭრა ორი მამაკაცი, რომლებიც გორის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
თვითმხილველები "მთავარს" უყვებიან, რომ მეზობელს შეიარაღებული პირი თავს იმ დროს დაესხა, როდესაც ნაქირავები სახლის ეზოში მცირეწლოვან ბავშვებს ასეირნებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ორმხრივ სროლამდე დაპირისპირებულებს კონფლიქტი ჰქონდათ, რაც, საბოლოოდ, სისხლიანი გარჩევით დასრულდა.