ინციდენტი გორში - თვითმხილველების განცხადებით, "გორმედის" ექიმმა ძაღლს მიბჯენით ესროლა და მოკლა. ჭალის დასახლებაში ადგილობრივებმა ორი გასროლის ხმა გაიგეს. ამის შემდეგ, ძაღლის მკვლელს ადგილობრივებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცველები კითხავენ.