მოსამართლემ პენიტენციურს დაავალა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის წინაშე შუამდგომლობა დააყენა, გამოსცეს განჩინება, რომ პენიტენციურიდან დაცვის მხარემ მიიღოს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების დღიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. მათ შორის ის კადრებიც, სადაც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვისა და წაქცევის ეპიზოდებია ასახული. ადვოკატი ითხოვს კადრებს სასჯელაღსრულების მე-12 და მე-18 დაწესებულებიდან, ასევე გორის ჰოსპიტალიდან და ვივა მედიდან.

მოსამართლემ შუამდგომლობა შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის შესაბამის სამსახურს დაავალა, დაცვის მხარეს გადასცეს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უწყებაში ინახება მისი დაპატიმრების დღიდან 14 დეკემბრის ჩათვლით.

მოსამართლის თქმით, აღსრულების ნაწილი მინდობილია პენიტენციურზე. 

შეგახსენებთ, პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლებაც არ მისცა და მიზეზად ტექნიკური საკითხები დაასახელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი