თუ შემდეგ პროცესზე არ მოხდება სააკაშვილის ჩართვა, დავაყენებთ მოსამართლის აცილების საკითხს - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მომდევნო სხდომაზე, მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენებას არ გამორიცხავს. 

"თუ შემდეგ პროცესზე არ მოხდება სააკაშვილის ჩართვა, არ მოხდება მოწმეების დაკითხვა, მაშინ უკვე დავაყენებთ მოსამართლის აცილების საკითხს. ცალსახად ვაცხადებ. 

ჭიანურდება სპეციალურად, რომ დადგეს სააკაშვილის სიკვდილი, მეტი შეფასება ამას არ აქვს და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გუშინ ევროკავშირის ყველა დეპუტატი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელდეს ჰუმანიტარული აქტი და ჰუმანიტარული აქტზე კი არა პროცესის გამართვაზეა აქ პრობლემა" ამბობს ხაჭაპურიძე "დღის სტუმრის" ეთერში, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ.

სასამართლო მოსამართლე არევაძემ 22 დეკემბრისთვის გადადო

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი