ხელისუფლებამ სააკაშვილს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, ტექნიკა ჰქონდათ, უნდა მიეღოთ ლინკი პენიტენციურიდან - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

დღეს ხელისუფლებამ სააკაშვილს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი -განაცხადა ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. მისი თქმითმ,  იუსტიციის სამინისტრომ, არ მოინდომა საჯაროდ გამოსულიყო და ენახა ხალხს, მესამე პრეზიდენტი და სწორედ ამის გამო არ ჩართეს ის მისივე სასამართლოზე დისტანციურად:

"არ მოინდომეს ეჩვენებინათ მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი. ტექნიკა ჰქონდათ, უნდა მიეღოთ ლინკი პენიტენციურიდან და უნდა მოსულიყო შესაბამისად, სასამართლოს თანამშრომელი. არც ერთი, არც მეორე არ გამოცხადებულა." თქვა ხაჭაპურიძემ. 

მან ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პენიტენციურ სამსახურს დააკისრა და განაცხადა რომ საქმის კურსში ჩააყენებენ საელჩობს.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტმა დღეს პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა დღეს მისივე სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად არ ჩართო. მათი თქმით, არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი