შსს სკანდალში ეხვევა - პოლიციამ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო სკანდალში ეხვევა - მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველების მიერ ჩხრეკას ინციდენტი და ხმაური მოჰყვა. ადგილობრივები პოლიციას მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ბრალდებულის მეზობელმა დაინახა, როგორ დადო სამართალდამცველმა მაგიდაზე ნარკოტიკი. 

საკრებულოს წევრი, ახმედ იმამყულიევი ამბობს, რომ სოფელის მოსახლეობა "ქართულ ოცნებას" მხარს არ უჭერს და ამ გზით მათ ხალხის შეშინება უნდოდათ. 

დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ ამ ოჯახში შესულები იყვნენ პოლიციელები, ვითომ ჩხრეკის მიზნით. მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ გავიგეთ, ვიდეოჩანაწერშიც ჩანს, პირდაპირ მათ უნდოდათ, სავარაუდოდ ნარკოტიკის ჩადება, რადგან ამ სოფელში მცხოვრები მოსახელობა, უკვე არ უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას", ხელისუფლებას და კონკრეტულად ეს ოჯახი არის ოპოზიციის მხარდამჭერი. ამათ უნდოდათ, რომ მთელი სოფელი დააშინონ ამ მიზნით და დაიჭირონ ადამიანი, ჩადებით, რომ მერე თქვან თუ თქვენ არ დაუჭერთ მხარს "ქართულ ოცნებას" თქვენ დაისჯებით ყველანი. აი ეს არის დღევანდელი "ქართული ოცნების" რეალური სახე, - ამბობს ახმედ იმამყულიევი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულის ერთ-ერთ სოფელში პოლიცია მოქალაქეებს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალება ჩაუდო. შესაბამისი ვიდეომასალა "ფეისბუქის" პირად გვერდზე რაშან ზიადალიევმა გამოაქვეყნა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი