
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. დააკავეს. ის გუშინ პეკინის ქუჩაზე არსებულ ფილიალში შეიჭრა.
"ბრალდებული თავს დაესხა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.