მსოფლიოში ერთ დღეში Covid-19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - WHO

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხა. პარასკევის მონაცემებით, ერთ დღეში ინიფიცირებულთა რაოდენობა 237 743-ით გაიზარდა.

ახალი შემთხვევების ყველზე დიდი მაჩვენებლი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში. 

წარსულში ერთ დღეში ინიფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი 12 ივლისს დაფიქსირდა და ის 230 370 იყო.

WH0-ს მონაცემებით, მსოფლიოში სულ კორონავირუსის 13 616 593 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გარდაცვლილია  585 727 ადამიანი. ორგანიზაციამ მონაცემები ბოლოს 17 ივლისს განაახლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი