
შსს-ში ანი გაბეჩავას კითხავენ. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაბეჩავა უწყებაში დღეს ისევ დაიბარეს, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა კითხვები ექნება გაბეჩავასთან გამოძიებას ამ ეტაპზე
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები ნარეკვავის აგარაკზე სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე იყვნენ შეკრებილები და მათ შორის დაპირისირებაც იქიდან დაიწყო.