
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულები, ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან - ეს განცხადება სახალხო დამცველმა, დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ნინო ლომჯარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს შეხვდა. ბრეგვაძემ ომბუდსმენს უთხრა, რომ დაზარალებულები განიცდიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ წნეხს, ასევე იღებენ მუქარის შემცველ მესიჯებს და თვლიან, რომ მედიის მხრიდან მათი ჩვენებები ,,დამახინჯებულად” შუქდება.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ომბუდსმენის აპარატის ჩართვის მთავარი მიზეზი, მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაა.
სახალხო დამცველი საქმის მასალებს უახლოეს დღებში გაეცნობა და საკუთარ დასკვანებსაც გაასაჯაროებს.