ხონში მოკლული 33 წლის კაცის ვინაობა ცნობილია, ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ხონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მოკლული ახალგაზრდა 33 წლის გიორგი ჩალაძეა.

მოკლული ახალგაზრდა კაცის დედის ინფორმაციით, 17 დეკემბერს ღამით სახლში ხმაური შემოესმათ, რის გამოც ჩალაძე მეზობლების გაშველების მიზნით გარეთ გავიდა.

33 წლის კაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 

"ხელებში ჩამაკვდა, დახმარებას მთხოვდა, თუმცა ვაი, რომ ვერ ვუშველე, საშინელება მოხდა ჩვენი ოჯახის თავს, მამაცი შვილი მყავდა აგვისტოს და ავღანეთის ომებში იბრძოდა და ვერ იტანდა ვინმეს რომ ჩაგრავდნენ", - უთხრა "მთავარს" მოკლულის დედამ, ნატო ჩალაძემ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, როგორც "მთავარ არხს" შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი