ორი საეჭვო სიკვდილი ერთნაირი ხელწერით | დათო აბრამიშვილის ჟურნალისტური გამოძიება

გამოქვეყნდა:

მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და სამართალდამცველები 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მუხათგვერდის სასაფლაოზე, საავტომობილო გზიდან 15 მეტრში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილიდან ცხედრის აღმჩენამდე მხოლოდ 24 საათი იყო გასული. უნცაური კი ამ ისტორიაში ისაა, რომ ხეზე ჩამოკიდებულ ცხედარს ფიზიკური ძალადობის ნიშნები ჰქონდა, მათ შორის ბლაგვი საგნით მიყენებული.

თუმცა გამოძიება ჯიუტად სუიციდის ვერსიით წავიდა. კიდევ უფრო უნცაურია ის, რომ იმავე ადგილას, სადაც ცხედარს მიაკვლიეს, სამძებრო სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე საათში დაკარგული მამაკაცის მანქანა იპოვეს. თუმცა ამ მანქანიდან რამდენიმე მეტრში ხეზე ცხედარი მხოლოდ 11 დღის გასვლის შემდეგ გამოჩნდა.

ოჯახი ეჭვობს, რომ ეს არა თვთმკვლელობა, არამედ კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. და ამ ეჭვის კიდევ უფრო აძლიერებს Post Factum-ში თვეებით ადრე გასული რეპორტაჟი. მაშინაც, ზუსტად იგივე ხეზე მამაკაცის ცხედრი აღმაჩინეს, რომელსაც წამების აშკარა კვალი ეტყობოდა, რომელსაც ერთი ხელი საერთოდ ქამარზე ჰქონდა მიბმული, მაგრამ ოფიციალური ვერსია მაინც სუიციდი აღმოჩნდა. ორი საეჭვო სიკვდილი, ერთნაირი ხელწერით, იხილეთ დათო აბრამიშვილის ჟურნალისტური გამოძიება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი