ბათუმში. ე.წ. „ვოქსის“ შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი რესტორანში, რომელიც მაღალსართულიანი შენობის ბოლო ორ სართულს იკავებს, შუაღამის 12 საათზე გაჩნდა. რამდენიმესაათიანი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე მაშველებმა შენობის ქვედა სართულებზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია შეძლეს.
რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
"დროულად მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით მსხვერპლი და დაშავებული არ გვყავს",- ამბობს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ათამდე ეკიპაჟი მთელი ღამე მუშაობდა.
ცეცხლმოკიდებული შენობის გარდა,ევაკუაცია განხორციელდა ირგვლივ მდებარე შენობებიდან, რადგან ქარის გამო, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა.
ამავე თემაზე: