იმედია გვერდში დაგვიდგება მთავრობა და მართლა დაგვეხმარება - ზაზა გახელაძის ოჯახი

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი მთავრობას დახმარებას სთხოვს და აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ გავრცელებული ვერსიების არ სჯერათ. ზაზა გახელაძის მამა ამბობს, რომ მისი შვილი გამიზნულად სახმედროს არ ესროდა. მისი თქმით, თუ გასროლა მოხდა ეს შეიძლება შემთხვევითი იყო, ან ამ გზით ზაზა მეგობრის გაფრთხილებას ცდილობდა.

მაგას არ გაბედავდა, რომ მესაზღვრეს თავს დასხმოდა, სროლა აეტეხა და თუ აუტეხა სროლა და თავს დაესხა, ფრჩხილიც არ მოტყდა ამ მოსაზღვრეს, მითუმეტეს, რომ ფიზიკურად ჯანმრთელია. მაინც არაფერს არ ვდაობთ, ჩვენი შვილი მოგვცენ, ჩვენი ხომ არის დაჭრილი, ჩვენ მივხედავთ, იმ მთავრობას მარტო იმას ვთხოვთ, რომ ჩვენი შვილი მოგვცენ, ამ მთავრობას ჩვენს დახმარებას. იმედია გვერდში დაგვიდება მთავრობა, მართლა დაგვეხმარება, ადვოკატსაც აუყვანენ ჩემს შვილს და ამის სიმართლეს დაამტკიცებენ - თქვა გატაცებულის დედამ ნანა ბუტურმა.

გახელაძეების ოჯახი დღეს ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა, მისი თქმით, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი მოქალაქით დამთავრებული, ყველას ვალია, რომ ოჯახს გვერდში დაუდგეს.

ეს სიტუაცია ჩემს ოჯახს გავლილი აქვს, საკმაოდ მწვავედ, თითქმის თვენახევრის განმავლობაში და იციან, თუ რა არის საჭირო, რომ სამართალმა გაიმარჯვოს. პირველი რიგში საჭიროა ყველა ჩვეგნაგის გვერდში დგომა, არ შეიძლება იქ ზაზამ თავი იგრძნოს მარტო - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა ცხელი ხაზის საშუალებით გაუზიარეს ინფორმაცია ზაზა გახელაძესის უკანონო ბრალდებებთან დაკავშირებით. უწყების ინფორმაციით, ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და ყველა საერთაშორისო ბერკეტი ამოქმედებულია. მათი თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანზმის შეხვედრის უახლოეს დღეებში გამართვასთან დაკავშირებით.

დღეს, 18 ივლისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო პროკურორმა, ტიგრან კაბულოვმა  გატაცებულ საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი. 

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.

საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.

კუბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც გაანცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.

ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არაემდ კვალფიციური იურისტები სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი