ვაჟა გაფრინდაშვილი გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა 

გამოქვეყნდა:

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა. ექიმი მეუღლესთან ერთად დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ დეტალური ინფორმაცია უშუალოდ ოჯახისგან მოისმინა.

“ჩვენ შევძელით და თქვენც შეძლებთ”- მათ გახელაძეებს მხარდაჭერა აღუთქვეს და უთხრეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მისი სახლში დაბრუნება აუცილებლად მოხერხდება.

 

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა  სოფელ სხვილოს ციხესთან 11 ივლისს დააკავეს. მას ოკუპანტებმა ჯერ ესროლეს, შემდეგ კი გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. გახელაძე სროლის შედეგად ფეხშია დაჭრილი.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ გახელაძე დაკავებულია და კარანტინში იმყოფება. განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო პროკურორმა, ტიგრან კაბულოვმა გააკეთა.

"გახელაძეს თან ჰქონდა ხელნაკეთი იარაღი, მან უკანონოდ გადალახა ე.წ. საზღვარი, არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, 5-ჯერ მაინც ესროლა მათ და შემდეგ გაქცევა სცადა" - აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი