ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმის ბრალდებული, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში,  ავტობუსის გატაცების მცდელობის  საქმეზე ბრალდებული  თავისუფალია.  გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.  ადვოკატ არჩილ ნიჟარაძის  თქმით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და   ბრალდებული  და მასთან ერთად მყოფი დაკავებული მეგობარი  საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ქუთაისში,  16 დეკემბერს,  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 24 წლის მამაკაცმა, ჭავჭავაძის გამზირზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტში, იმ დროს როცა მძღოლი ტრანსპორტიდან გადასული იყო, მძღოლის ადგილი დაიკავა, ავტობუსი დაძრა და 20- მგზავრთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი