განზრახ მკვლელობა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა ხონში | 5 პირს ბრალდება წარედგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პროკურატურამ ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურამ ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 დეკემბერს, ქ.ხონში ბრალდებულებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურამ ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა, გამოძიება გრძელდება" - წერია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 5 პირი 18 დეკემბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო 4 პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ხულიგნობას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი