"კონსტანტას" სარჩელი სტრასბურგში - ფონდი დარღვეული უფლების აღდგენას ითხოვს

გამოქვეყნდა:

დარღვეული უფლებების აღსადგენად, ფონდი "კონსტანტა", ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართავს და პროკურატურის არაფექტურ გამოძიებას აპორტესტებს.

ფონდის გამგეობის წევრები და დამფუძნებელი ლევან ლებანიძე წლებია, დარღვეული უფლებების აღსადგენად იბრძვიან.

მათი განცახდებით, 2011 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დამფუძნებელი დააკვეს, რის შემდეგაც მან 12 მილიონი გადაიხდა და კომპანიის წილები დათმო. ამბობენ, რომ სარჩელით, სასამართლოს, 2013 წელსაც მიმართეს, თუმცა საქმე ამ დრომდე თაროზეა შემოდებული. 

ფონდი "კონსტანტა", უკვე წლებია, დარღვეული უფლებების აღსადგენად იბრძვის. კერძოდ, ყველაფერი დაიწყო 2011 წელს, როდესაც პროკურატურის წარმომადგენლებმა ლევან ლებანიძე 2011 წლის 18 მარტს, საკუთარ სახლთან დააკავეს და პროკურატურის ორგანოში წაიყვანეს. ყოველივე ამის შედეგად, ფონდი და მისი თანამშრომლები იძულებული გახდნენ, დაეთმოთ მათი წილი სააქციო საზოგადოება ბანკ "კონსტანტაში" - ამბობს ლებანიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი