ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა "მეტადონის პროგრამის" მომხმარებელი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ეწეოდა.
დაკავებული 35 წლამდე კაცია. სპეცოპერაცია იმერეთის სამხარეო პოლიციამ ჩაატარა. ამ დროისთვის ადგილზე კომენტარი არ კეთდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა აღნიშნული სპეცოპერაცია სამთავრობო მედიას შეატყობინა, “მთავარმა არხმა” კი ის წყაროს საშუალებით გაიგო. იხილეთ: