მიხეილ სააკაშვილი უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ხვალ მაინც ექნება შესაძლებლობა საკუთარ სასამართლო პროცესში რაიმე ფორმით მიიღოს მონაწილეობა.
ადვოკატის თქმით, ხვალ უცხოელი ექსპერტები დაიკითხებიან.
"დაიკითხება ხვალ სასამართლო პროცესზე ბატონი სმიტი პირველ რიგში დროის სხვაობიდან გამომდინარე, შემდეგ ბატონი გოლდსმიტი და მესამე თუ მოვასწარით, შეიძლება ექსპერტი იყოს რომელიმე. ჩართვასთან დაკავშირებით იკითხა და მე ავუხსენი, რომ მიყვანით, ალბათ , არ მიიყვანენ, რასაც ჩვენ განცხადებებს ვუსმენთ, მაგრამ იმედია, ჩართავენ",- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 22 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე იმსჯელებს.