ძალადობა "ფომრულას" ჟურნალისტზე - რუსეთის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

გამოქვეყნდა:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, "ფორმულას" ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილეს.

საქმე ეხება 9 ნოემბერს, თბილისში მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც "ფორმულას" ჟურნალისტი პუშკინის ქუჩის მიმდებარედ რუსეთის მოქალაქის ე.კ-ს ჩაწერას ცდილობდა. 

"ბრალდებული ე.კ ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, დაძრა იგი და განზრახ დააჯახა მის წინ მდგომ ჟურნალისტ რ.წ-ს ფეხების არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში. 

20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი