ქალაქში მკვლელია! - რა კავშირი აქვს "კაწროს" ერთი წლის წინ, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან

გამოქვეყნდა:

ერთი წლის წინ, ვერცხლის ქუჩაზე რიგითი კამათი ორმხრივ სროლაში გადაიზარდა. დღის საათებში, დედაქალაქის ტურისტულ ცენტრში, უამრავი ადამიანისა და კამერის დასანახად, ჩაცხრილეს ერთი მამაკაცი, მძიმედ დაჭრეს მეორე. მაგრამ გააჩუმეს ყველა თვითმხილველი, სასამართლომ საკვანძო მოწმე არ დაკითხა.

ტიგრან ავეტისიანის საოქრომჭედლო სალონის ფანჯრიდან პირდაპირ ჩანს ის ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა. შარშან თებერვალშიც შუადღის ხუთ საათზე აქ ვერცხლის ქუჩაზე, თავის სალონში იჯდა, როდესაც სროლის ხმა გაიგო. ისროლეს ბევრჯერ. გარეთ გასულს კი შუახნის მამაკაცი წაქცეული დახვდა. შუახნის მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. ის ადგილზე გარდაიცვალა. ტიგრან ავიტისიანმა მოგვიანებით
გაიგო, რომ მოკლული ზვიად ჯაფარიძე იყო. მას შვიდი ტყვია ესროლეს. პოლიციაც სწორედ ოქრომჭედელმა გამოიძახა. იხსენებს, რომ არავინ დაუნახავს, მაგრამ მანქანა შეამჩნია, საიდანაც სავარაუდოდ 50 წლის ზვიად ჯაფარიძეს ესროლეს. 

გაირკვა, რომ საქმე ქუჩურ გარჩევას ეხებოდა. ერთმანეთს მეზობლები, ბიძინაშვილები და სიხარულიძეები დაუპირისპირდნენ. საქმის გარჩევის დროს სიხარულიძეს მისი მეგობარი ზვიად ჯაფარიძე ახლდა. საქმის მასალებში წერია, რომ საუბრის დროს მოულოდნელად ლაშა სიხარულიძემ ბესიკ ბიძინაშვილს რამდენჯერმე ესროლა და დაჭრა. საპასუხოდ რამდენჯერმე ისროლა ალექსანდრე ბიძინაშვილმაც და ზვიად ჯაფარიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

მომხდარიდან წელიწადზე მეტი გავიდა და დამტკიცებული დანაშაული ჯერ კიდევ არ არის. დღისით, 
მზისით ქალაქის ცენტრში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შემდე პოლიციამ ბრალდებულები - ხუთი
ადამიანი მხოლოდ სამი დღის შემდეგ დააკავა. მათ შორის სიხარულიძეები და მათთან ერთად მყოფი კიდევ რამდენიმე პირი. დაჭრილის ძმამ ალექსანდრე ბიძინაშვილმა ქვეყნის დატოვება მოახერხა და მას დღემდე ეძებენ. დაჭრილი ბესიკ ბიძინაშვილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რის შემდეგაც პროკურატურამ ისიც ისე გაუშვა ქვეყნიდან, რომ სასამართლოზე არც კი დაუკითხავთ. 

ვის აწყობდა ამ ამბის მიჩუმათება და რა მოხდა მას შემდეგ, რაც ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა მედიას გადაავიწყდა. რა მოხდა და ცხრა თვის შემდეგ ყველა ბრალდებული სახლში გაუშვეს. ძიება უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა რომ არიან თვითმხილველები, რომლებიც სხვათაშორის არ დაუკუთხავთ. 

ადგილს, სადაც მკვლელობა მოხდა, რამდენიმე სათვალთვალო კამერა უყურებს. წესით, უნდა არსებობს ჩანაწერი, სადაც კარგად უნდა ჩანდეს ის მანქანაც, საიდანაც გაისროლეს და ისიც ვინც ისროლა ჯაფარიძის მიმართულებით. გამოძიება ამ დრომდე იწელება. ელოდებიან თუ არა გამოძიების დასრულებას ოჯახის წევრები "მთავარი არხი" ამის გასარკვევად ზვიად ჯაფარიძის სახლში მივიდა. მის შვილს მომხდარზე საუბარი არ უნდა, გვითხრა, რომ ვინც დამნაშავე იყო ქვეყნიდან გაუშვეს დანარჩენებთან კი უკვე შერიგდა. 

ვინ შეარიგა დაპირიპირებული მხარეები და რატომ პასიურობს გამოძიება? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში  "მთავარ არხს" ჩვენი წყარო დაგვეხმარა. საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთვნენ. მათ შორის იყო სავარაუდოდ, ავთანდილ ბილანიშვილი იგივე "კაწრო", რომელიც ლაშა სიხარულიძის უბნელი და მეზობელია. ის რომ მკვლელობაში ბრალდებული სიხარულიძე "კაწროს" იცნობს, "მთავარს" მისი ოჯახის წევრებიც უდასტურებენ. 

ის, რომ მსგავს საქმეებს სწორედ "კაწროსნაირი" კრიმინალური ავტორიტეტები აგვარებენ, კარგად იცის ყოფილმა მთავრმა პროკურორმა. მურთაზ ზოდელავა დარწმუნებულია, რომ მთავრობის მჭიდრო ურთიერთობა კრიმინალთან ქვეყანას ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანს. 

რას აგვარებენ კრიმინალური ავტორიტეტები და შეუძლიათ თუ არა მათ გარკვეული სამსახურის, თუნდაც არჩევნებზე დახმარების, სანაცვლოდ ხელისუფლება აიძულონ საქმე დახუროს, ან არ გამოიძიოს, ან მკვლელობაზე უკვე დაკავებული პირები ქუჩაში დაუსჯელი გამოუშვას. ეს კითხვებია, რომლებზეც პასუხი ბოლო დროს ყველასთვის ნათელია. გამოცდილებამ აჩვენა, რომ კრიმინალებს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს, სამაგიეროდ კი ხელშეუხებლობას ჰპირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი