სად მოკლეს 19 წლის ფეხბურთელი? სად არის ზუსტად დანაშაულის ადგილი? საიდან მოხვდა ის მდინარე არაგვში?
ტრაგიკული ღამიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა, თუმცა გამოძიებას მხოლოდ ვარაუდი აქვს იმის შესახებ, სად შეიძლება იყოს დანაშაულის ადგილი. "მთავარმა" კიდევ ერთხელ შეამოწმა ტერიტორია, სადაც ბოლოს მოწმეებმა ცოცხალი შაქარაშვილი დაინახეს. არსებობს ვარაუდი და ვერისა, რომელსაც სრული უფლება აქვს არსებობის, რომ იქ კიდევ იყვნენ სხვა პირები და ავტომობილები, რომ იქ კიდევ რჩება ე.წ. რუხი ზონები, სადაც გადაადგილება ავტომობილებსაც და თავადამსხმელებსაც უკონტროლოდ შეეძლოთ. მუშაობს თუ არა ამ ვერსიებზე გამოძიება, ჩვენ ეს არ ვიცით.
მართლაც ჩაირბინა შაქრაშვილმა ბილიკი? მართლა არაგვთან გაუსწორდნენ მას თუ მოხდა სხვა რამ, რაზეც არც ერთი მოწმე არ პასუხობს? მაგალითად, მანქანას ამ გზით მარტივად შეეძლო გზის მოჭრა ადამიანისთვის, რომელსაც მისდევენ. შესაძლოა, დაპირისპირების ადგილი სულაც ეს იყო, ან სულაც სხვაგან, რადგან აქედან ამ მანქანას ნამდვილად შეეძლო ისე გაქრობა, რომ ვერავის ეპოვა.
ადგილი, სადაც მოწმეთა ჩვენების მიხედვით ბოლოს მოკრეს თვალი მოკლულ ფეხბურთელს, ზუსტად ხიდის ქვეშაა. საიდანაც ბილიკი არაგვამდე ჩადის. მაგრამ მეორე მხრიდან, ამავე ადგილას ჩამოდის ცალმხრივი საავტომობილო გზა. რომელიც არც ერთ სათვალთვალო კამერაში არ ხვდება. აქედან ფეხოსან მდევრებსაც შეეძლოთ გზის მოჭრა, მაგრამ კიდევ უფრო მალე იმავეს გაკეთება საბურთალოელების დასასჯელად ამოსულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეძლო.
ადვოკატი ვახტანგ იაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში პროკურატურაში მკვლელობების გამოძიებას ხელმძღვანელობდა, ვარაუდობს, რომ თუ შაქარაშვილი ბილიკზე თავისი ნებით გადავიდა, მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღო სწორედ მეორე მხრიდან გარკვეული საფრთხის არსებობის გამო.
თუკი აქ სხვა ავტომობილი მართლაც მოხვდა, მას საბურთალოელები ვერ დაინახავდნენ. აქ მოხვედრა თავისუფლად შეეძლო მცხეთიდან გამოსულ მანქანას და აქედან, არც ჩქაროსნულ მაგისტრალზე დაბრუნებაა რთული. რომლის ზუსტ ნომერსა და მარკას მაგლითად "ქებაბ ჰაუსის" კამერა ვერ დააფიქსირებდა.
ჩქაროსნულ მაგისტრალზე ვამოწმებთ კამერებს. თუმცა ოთხივე ეს კამერა საგურამოს მოსატრიალებლის შემდეგაა. არადა მაგალითად, საგურამოდან თბილისში დაბრუნება სრულიად სხვა გზითაცაა შესაძლებელი, ისე რომ ის ვერც ერთი იმ კამერის თავლთახედვაში ვერ მოხვდეს, რომლის ჩანაწერებს გამოძიება ერთი თვეა სწავლობს.
კამერები საგურამოდან ნატახტრის გზაგამტამდე აღარ გვხდება. ცენტრალური ტრასიდან გაქრობა მანქანას მაშინაც შეეძლება, თუ ნატახტართან დაატრიალებს და თბილისში მცხეთის გავლით დაბრუნდება.
საქმის გასაღები მაინც შემთხვევის ადგილი უნდა იყოს, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა გამოძიებამ 30 დღის შემდეგაც ვერ დაადგინა. ადგილი, სადაც ჩანთა იპოვეს, შესაძლოა სულაც არ იყოს დაპირისპირების ადგილი. არადა შემთხვევის ადგილის გარეშე შუეძლებელია სამხილებით იმის დამტკიცება, ზუსტად, ვინ სცემა შაქარაშვილს.
ვახტანგ იაშვილის ვარაუდით, გამოძიებას დაპირისპირების ზუსტი ადგილი, მაქსიმუმ 72 საათში უნდა ეპოვა. ახლა კი ძიება ჩამორჩენილი მდევრის როლშია, რომელსაც ხელთ მხოლოდ ვარაუდები, მოწმეთა არასანდო ჩვენებები რჩება, რომელიც ნებისმიერ წამს, სასამართლო დარბაზში შესაძლოა გადათქვან.
საქმის მასალების მიხედვით ძიება გადაჭრით ვერ ამბობს იმას, სად გასუწორდნენ შაქარაშვილს. ვერც იმას ამბობს, კონკრეტულად ვისი დნმ ამოვიდა მოკლულის სხეულსა და მის ჩანთაზე. მეტიც, ძიებამ ვერც იმ ადგილის დაცვა მოხერხა, სადაც შესაძლო დანაშაული მოხდა.