პენიტენციურმა "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სამსახური "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

პენიტენციურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო ვივა მედში გადაღებულ კადრებზე, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

აბრამიშვილის თქმით, კადრების გავრცელების შემდეგ - "გაჩნდა რიგი კითხვები, ხომ არ ვლინდება მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ქმედებებში სიმულაციის ნიშნები"

"აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებას. შესაბამისად მართებულად მიგვაჩნია, რომ სასამართლოდ სამედიცინო ექსპერტიზამ ჩაატაროს ექსპერტიზა სამივე დაწესებულებამ, მათ შორის ლევან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: არის თუ არა მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით", - თქვა აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს დღეს დისტანციურ რეჟიმში ესწრება მესამე პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი