თბილისში, დიდ დიღომში მკვლელობა მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭი მისივე სახლის სადარბაზოსთან მოკლეს.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.