შალვამ ჩემი მხრიდან იცოდა, რომ მხარს ვერ დავუჭერდი და ექსპერტიზაზე უარი ვუთხარი - გეჯაძის პასუხი ხაჭაპურიძეს

გამოქვეყნდა:

ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებას პასუხობს და განმარტავს, რატომ უთხრა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე. გეჯაძის თქმით, ის ვერ დადებდა ხაჭაპურიძისთვის სასურველ დასკვნას

"იმ მონაცემებით, იმ სტადიაზე, იმ დროის პერიოდში, მე ხაზს ვუსვამ რა ინფორმაციაც მე მაშინ მქონდა და ზოგადად რა დაავადებებზეც იყო ზოგადი ინფორმაცია, შალვამ ჩემი მხრიდან იცოდა, რომ აქ მე როგორც მძიმე ავადმყოფს, მე მხარს ვერ დავუჭერდი და ამ მიმართულებით ექსპერტიზაზე უარი ვუთხარი.

რამეთუ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები არ იწერება სტამბოლის პროტოკოლის ფორმატში არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

აქედან გამომდინარე, მთხოვა, რომ დავუშვათ როგორც კი ჩატარდება, როგორც კი ხელთ ექნება "ემპათიის" საბოლოო დასკვნა, როგორმე იქნება მე მენახა ეს დასკვნა წმინდა ადამიანური პოზიციით, რამდენად სტილისტურად, სამართლებრივად და არა შინაარსობრივად ხაზს ვუსმევ, ეს დასკვნა იქნებოდა დალაგებული" - ამბობს გეჯაძე. 

შეგახსენებთ, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლოზე, გეჯაძესთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მან საქმეში ჩართვაზე უარი უთხრა  -  "შალვა ბოდიში, მაგრამ მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის, რაც აწყობდა შსს-ს" - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი