სახლში მიაკითხა მკვლელმა, დაუჭრია და დაჭრილი ჩამოსულა ქვემოთ - მეზობლები დიღომში, მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

დიდ დიღომში მოკლული ახალგაზრდა, 28 წლის  გიორგი წოწორიაა. მეზობლების ინფორმაციით, წოწორიას სახლში მიაკითხეს და 10-მდე ჭრილობა მიაყენეს.

მათივე თქმით, დაჭრილი წოწორია სადარბაზოში თავად ჩავიდა, სადაც ის მეზობლებმა ნახეს.

"მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში დაჭრილიაო, ყვირილის ხმა გავიგე და გავედი...  ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა, არ ვიცი ასეთი სისასტიკით როგორ შეძლება ადამიანი მოეკლა, ყელიც ჰქონდა გამოჭრილი და მაგის გარდა სხვა ჭრილობებიც... სახლში მიაკითხა მკვლელმა, დაუჭრია და დაჭრილი ჩამოსულა ქვემოთ" - ამბობს მეზობელი. 

რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია.

მკვლელობის მოტივი და დამნაშავის ვინაობა უცნობია. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

ავტორი: ნინო გიგაური

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი