დააკავეს პირი, რომელმაც გიული ალასანიას "ვივამედთან" სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს.

შემთხვევა გუშინ, კლინიკა „ვივამედთან“ მოხდა, როდესაც მესამე პრეზიდენტის დედა ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი