თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, მოკლული მისი მეგობრის ბიძაშვილია. შემთხვევა სულ რამდენიმე წუთის წინ, პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.
"მე პოლიტიკური განცხადებით მინდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი, მოკლეს პოლიტიკურ ნიადაგზე. ზუსტად, ჯავის ქუჩაზე. ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა ეს ახალგაზრდა. პოლიტიკურ ნიადაგზე", - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.