45 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც დღეს თბილისში, ჯავის ქუჩაზე მოკლეს, ადგილობრივი მცხოვრებია. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან, ველოსიპედით გადაადგილების დროს, ქუჩაში ესროლეს.
ერთ-ერთი ვერსიით, სროლა ავტომობილიდან მოხდა. კიდევ ერთი ვერსიით - დამნაშავემ მკვლელობის ადგილი ავტობუსით დატოვა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელი მოკლულის მეზობელია. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შსს-ს მომხდარზე ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.