ავარია პატარძეულში - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. როგორც "მთავარ არხს" თვითმხილველები უყვებიან, შემთხვევა პატარძეულში ცოტა ხნის წინ მოხდა. არიან დაშავებულები. 

მათი ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. 

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

"მთავარი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი