ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს - შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მეზობლები ამბობენ, რომ ბინიდან ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, ქალს ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ახალგზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იქ ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.